როგორც ამბობენ, ასკანელი დათიკო შევარდნაძე შესანიშნავი ჩუბინი იყო: ,,აბრეშუმის ძაფს არტყამდაო”. მას მაუზერით შეეძლო ტელეგრაფის მავთულის გაწყვეტა. მისი ცოლი იხსენებდა: “ერჯელ დამთვრალიყო და დამაჩემდა: დადექი ეზოში, კვერცხს დაგადოფ თავზე და ტყვია თუ მუახვედრო კვერცხსო… ვარი არ გამივიდა. დაზომა სამოცი ფეხის ნაბიჯი, დამადვა თავზე კვერცხი, ესროლა ტყვია და კვერცხი თავიდან გადააგდო”. ხალხში მის შესახებ ლეგენდები დადიოდა: შევარდნაძე მონუსხულია, მას ტყვია ვერაფერს დააკლებსო. ერთხელ გაიგეს, რომ ის ბახმაროში იმალებოდა, მის ასაყვანად პრისტავი სტრაჟნიკებთან ერთად წავიდა. გზაში მათ შევარდნაძე დახვდა და შესძახა: გაგწყვიტავთ ყველასო. შეშინებული სტრაჟა კუდამოძუებული უკან გაბრუნდა. ოზურგეთში მისვლისას კი თავის მართლება დაიწყეს: ,,თავს ხომ არ მუაკლიებდით იმ გადარეულსო… გაგწყვეტთო, პირში ზარბაზანი ქონდავო”. ხალხში ამის შესახებ ხმა დაირხა და ყველა დათიკოს ეხუმრებოდა: ,,ბიჭო, პირში ზარბაზანი რუმ ქქონდა, რა უყავიო. დათიკომ ამაზე მთელი წელიწადი იცინა”.
წყარო – ირაკლი მახარაძე