რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს ირგვლივ ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ევროპულ ფასეულობებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
მისივე თქმით, ევროკავშირი დღეს დიდი გამოცდის წინაშე დგას და რამდენად შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული ევროპული გაერთიანების მომავალიც. ხაინდარავა ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ რაც ივანიშვილის თავს ხდება, ჯოჯოხეთია.
შეიძლება ადამიანი არახამიასკენ იყო? ეს არის ამათი მორალი. Suisse-სა და ევროპარლამენტში არიან მოკალათებულები.“– განაცხადა ხაინდრავამ და „TV პირველს“ კუთვნილი მიკროფონი მაგიდიდან გადააგდო.