მესამე მსოფლიო ომი უკვე აქ არის, – ამის შესახებ, რომის პაპი ფრანცისკე, “ლა სტამპასთან” ინტერვიუში საუბრობს.
“მესამე მსოფლიო ომს ნაწილ-ნაწილ განვიცდით. დღეს ჩემთვის მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია.” – აღნიშნა პაპმა.
პაპის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის სირიელებისა და ჩეჩნების გამოყენება ამაზრზენი საქციელია”
ამასთან მან, აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, კერძოდ, ნიგერიისა და კონგოს ჩრდილოეთ რეგიონებში კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “მსოფლიო ომშია”.