“სევეროდონეცკში, დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია”

„ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში და მიმდებარე ყველა ქალაქსა და თემში. დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია, მაგრამ მაგრად უნდა ვიდგეთ. დონბასში არ დანებება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდის იქ მტერი, მით ნაკლები ძალა ექნება აგრესიის გასაგრძელებლად. ამიტომ, დონბასის მიმართულება გადამწყვეტია იმისთვის, თუ ვის ექნება უპირატესობა უახლოეს კვირებში.

მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში, სადაც რუსული არმია პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. ბრძოლები ამ მიმართულებით გრძელდება და ჩვენ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა გვიწევს ხარკოვისა და რეგიონის სრული უსაფრთხოებისთვის,”- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის სამხრეთით ოკუპანტების წინააღმდეგ ზეწოლა გრძელდება. „მთავარი მიზანი ხერსონის გათავისუფლებაა და ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share