ეპიდემიოლოგები: ნებისმიერი საეჭვო გამონაყარის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს

ეპიდემიოლოგი მაია კაშია აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა არ არის და “მაიმუნის ყვავილის” ვირუსი ბევრად უფრო მარტივი სამართავი იქნება, ვიდრე  კოვიდ პანდემია.

მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტს.

“ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა ქვეყანაში ნამდვილად არ არის, რეალურად რომ შევაფასოთ, ერთი შეხედვით საკმაოდ რთულ დაავადებად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ისეთ პანდემიას, რომელიც საკმაოდ რთულად გადაიტანა ქვეყანამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბევრად უფრო მარტივად სამართავი იქნება, ვიდრე ეს იყო კოვიდ პანდემიის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, რაც აუცილებელია საქართველოს მოსახლეობისთვის არის ის, რომ უნდა მიაქციონ ყურადღება რეკომენდაციებს. ნებისმიერი საეჭვო გამონაყარის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს და შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ინფექციის შეჩერებას. ის, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველა საეჭვო შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს” – ამბობს  ეპიდემიოლოგი მაია კაშია “მთავართან” საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share