ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე არ უსაუბრიათ. მისივე თქმით, ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დე ფაქტო სანქციები უკვე დიდი ხანია მოქმედებს:
“რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცეებს ამ არაფორმალური სანქციების დაწესება საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ან რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში შემოეყვანა მისი ნების წინააღმდეგ, არ ვიცი, საზოგადოებამ იმსჯელოს. ამ თემაზე ჩვენ არ გვიმსჯელია” ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, ივანიშვილის ადვოკატმა დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის 5 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. განცხადების მიხედვით, ბანკი განმარტავს, რომ რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.