სამხარეო ადმინისტრაციაში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხზე შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს სოფლებისა და დაბების დამისამართების პროცესზე.
შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ზაზა შოშიტაიშვილი და ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე ესწრებოდნენ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოიცავს:
• 59 მუნიციპალიტეტს
• ათასზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს
• 4000-ზე მეტ დასახლებას
მიწის რეგისტრაციის პროცესი:
• სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის
• ხელმისაწვდომია, ემიგრანტებისთვისაც.
მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს სოციალური სტატუსი არ მოეხსნებათ.