ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში გაიმართება

ევროვიზია 2023 მომდევნო წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ის ევროვიზიის გვერდზე ვრცელდება.

გადაწყვეტილება შოუს ორგანიზატორებმა მიიღეს. როგორც წესი, შემდეგი კონკურსი გამარჯვებულ ქვყანაში ტარდება. 2022 წელს კონკურსში უკრაინამ გაიმარჯვა, თუმცა ომის გამო, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ შემდეგი კონტესტი ბრიტანეთში ჩატარდეს.

წლევანდელ კონკურსში ბრიტანეთი მეორე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ქალაქში ჩატარდება ევროვიზია 2023.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა:

“გასულ კვირას, მე და პრეზიდენტი ზელენსკი შევთანხმდით, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად გაიმართება, ის უნდა ზეიმობდეს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

რადგან ახლა ჩვენ ვართ მასპინძლები, გაერთიანებული სამეფო შეასრულებს ამ დაპირებას პირდაპირ – და ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს ჩვენი უკრაინელი მეგობრების სახელით”, – დაწერა ჯონსონმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share