“ადამიანის ცხოვრების ხარისხი და არა ხანგრძლივობა, აი ეს არის რეალურად მნიშვნელოვანი”- მარტინ ლუთერ კინგი

“სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელიც ნებისმიერ მტერს მეგობრად აქცევს.”

„სიყვარულით გადავწყვიტე ცხოვრების გავლა, რადგან სიძულვილი ზედმატად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა.“

“სიცოცხლის ბოლოს არა მტრის ნათქვამი გახსენდება, არამედ მეგობრის დუმილი.”

“სიძულვილი სიმსივნეს ჰგავს, რომელიც სრულად ანადგურებს ადამიანის პიროვნებას და ართმევს ცხოვრების ძალას.”

“არ მეშინია როცა უღირსი ადამიანები ყვირიან, თუმცა ძალიან მეშინია, როცა ღირსეულები დუმილს ამჯობინებენ.”

“თუ ადამიანს არ აქვს ის, რისთვისაც სიკვდილი ღირს, მაშინ არც მის სიცოცხლეს აქვს ფასი.”

“სიძულვილზე სიძულვილითვე პასუხის გაცემა ამრავლებს სიძულვილს, უფრო მეტად აბნელებს ისედაც ბნელ ღამეს. სიბნელე ვერ განდევნის სიბნელეს, მხოლოდ სინათლეს ძალუძს ეს.”

“ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ დაძაბულობის არარსებობა როდია, არამედ სამართლიანობის არსებობა.”

“სასოწარკვეთილების მთიდანაც კი შეიძლება გამოიკვეთოს იმედის ერთი ქვა.”

“არაფერია მსოფლიოში იმაზე უფრო საშიში, ვიდრე გულწრფელი უმეცრება და შეგნებული უგუნურება.”

“მაშინ ხარ ჭეშმარიტად ძლიერი, როცა არ გეშინია, გადადგა ნაბიჯი მაშინაც კი, თუ ვერ ხედავ კიბეს მთლიანად.”

“ყოველი ადამიანის მიზნები, მისწრაფებები და ამბიციები არის საზომი მისი წარმატებისა და გაკვალული გზა იმ დიდებისა, რომელსაც ის მათი მეშვეობით მოიპოვებს.”

“ჩვენი ცხოვრება მთავრდება მაშინ, როდესაც ვჩუმდებით იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.”

“ადამიანის ცხოვრების ხარისხი და არა ხანგრძლივობა, აი ეს არის რეალურად მნიშვნელოვანი.”

“ის, ვინც არ რეაგირებს ბოროტებაზე, ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის, ვინც აკეთებს ამ ბოროტებას. ის ვინც იღებს მას პროტესტის გარეშე, ხდება ამ ქმედების თანამოკავშირე.”

“ჩვენ უნდა ავაშენოთ სიმამაცის ჯებირები, რათა დავიცვათ თავი შიშის “წყალდიდობისგან.””

“დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულია ყველაზე მტკიცე ძალა მსოფლიოში. ეს არაპრაქტიკული იდეალიზმის გამოხატულება როდია, არამედ პრაქტიკული რეალიზმისა. სიყვარული აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენისათვის.”

“ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კითხვაა- რას აკეთებთ სხვებისთვის?”

“მე მჯერა, რომ ბოლო სიტყვა ეკუთვნის შეუიარაღებელ სიმართლეს და უზომო სიყვარულს. სწორედ ამიტომ, მცირე დროით დამარცხებული სიმართლე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტების ტრიუმფი.”

მარტინ ლუთერ კინგი

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share