რუსული აგრესია და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი – 30 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

ნაწამები და დაცხრილული ადამიანები, გაუპატიურებული, მშობლების თვალწინ მოკლული შვილები და შვილების თვალწინ დახვრეტილი მშობლები – ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ ომში რუსმა ოკუპანტებმა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 300 ათასზე მეტი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს. მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომ მთელი მსოფლიოსთვის მოგვეყოლა, რას აკეთებდა რუსეთი ჩვენს ქვეყანაში.

უმძიმესი ისტორიები და ტრაგედიები იმ ადამიანთა გონებაშია დალექილი, ვინც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. იმ ადამიანების გონებაში, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share