ევროკომისიის კრიტიკული დასკვნა – როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
მართმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები, გაუარესებული მედიაგარემო, უკანონო მოსმენები, პოლიტიკური პატიმრები და ზეწოლა სახალხო დამცველზე – ეს არის ის მთავარი საკითხები, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში მოხვდა. დასავლელი პარტნიორები, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილოები არიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და ხაზს დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც უსვამენ.
ოპოზიციიისა და არასამთავრობო სექტორისთვის ეს დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, “ქართულ ოცნებას” კი პარტნიორების გზავნილის გაგება არ უნდა და ამტკიცებს, რომ რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს.
მთავარი არხი