ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას საქმიანობის 1 წლიან ანგარიშს აცნობს. წარადგენს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ერთი წლის მუშაობის შედეგები მთავრობის წევრებს უნდა გააცნოს, რის შემდეგაც პოსტს უკვე ოფიციალურად დატოვებს.
უცნობია ვინ გადაიბარებს ტიკარაძის პორტფელს და ვინ გახდება უმძიმესი პანდემიის პირობებში ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი.
ამ დროისთვის რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურა აზარაშავილიც. არსებული ინფორმაციით, აზარაშვილი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი და მისი კადრია. დიდი ალბათობით, ღარიბაშვილი შეეცდება, რომ პოსტი სწორედ მას გადააბაროს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენას მინისტრთა კაბინეტის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრება. ღონისძიებაზე არ იმყოფებიან არც მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
წარდგენაზე მისულია მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლბები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე და “ოცნების” დეპუტატი, ლადო კახაძე.