ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრემიერ -მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
“რა აღარ მახსოვს ამ ქვეყანაში და რა აღარ გაგვიშუქებია: დაზარალებული ატსტუპნიკები, დაზარალებული მეანაბრეები, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები, ხანძრით დაზარალებულები, სტიქიით დაზარალებულები, სხვადასხვა თაღლითური სქემებით დაზარალებულები, ლტოლვილები ხო თავისთავად..
რამდენი ტრაგედია და დრამა მახსოვს, მაგრამ ეგეთი დრამა არავის გაუმართავს, რაც ამ შვეიცარიის ბანკით დაზარალებულმა კაცმა დაატრიალა. რათ შეგვჭამე კაცო, რათა. შენ ფულის დაბანდება არ იცოდე, ჩვენ რა შუაში ვართ, დაგვანებე თავი, ჩვენი გაჭირვება გვეყოფა, ვააახ!”, – წერს ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი.