უკრაინის დედაქალაქში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების განადგურებული ტანკები, ჯავშანტექნიკა, ჯავშანმანქანები და სატვირთო მანქანები გამოიფინა. კიევის მაცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს საკუთარი თვალით შეუძლიათ ნახონ განადგურებული და დამწვარი რუსული ტანკები, საბრძოლო მანქანები, რომლებიც აგრესორმა რამდენიმე თვის წინ უკრაინის დასაპყრობად გაგზავნა.
“უკრაინა აგრძელებს მოსკოვის დატროლვას.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ელოდა სწრაფი გამარჯვების აღლუმს კიევში. დღეს უკრაინის დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე რუსული სამხედრო მანქანები უკანასკნელად დგას” წერს ტვიტერზე the Guardians-ის საერთაშორისო კორსპონდენტი ემა გრაჰამ-ჰარისონი და ვიდეოსაც ავრცელებს.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური საზეიმო ცერემონიები გაიმართება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, ასევე უცხოეთის დიპლომატიურ დაწესებულებებსა და სამხედრო შენაერთებში. ხოლო 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს, კიევის სამშობლოს ძეგლი და სხვა საკულტო ადგილები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდება.