საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა – რა გავყიდეთ ივლისში

მეტიც, საქსტატზე განთავსებული მონაცემებით, მინიმუმ, 2009 წლიდან მოყოლებული ერთ თვეში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი ასეთი მოცულობის არასდროს ყოფილა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ომის წამოწყების შემდეგ გლობალურად ფასების ზრდასთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად ივლისში ზრდისა, მიმდინარე წლის 7 თვის მთლიანი მაჩვენებელი, 130.85 მილიონი აშშ დოლარი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, 165.77 მილიონს, 21%-ით ჩამორჩება.

ტოპ 5 პროდუქტი, რომელიც ივლისში საქართველოდან უკრაინაში გავიდა:

1. მსუბუქი ავტომობილები – 28.82 მილიონი დოლარი;

2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 5.67 მილიონი დოლარი;

3. ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 2.85 მილიონი დოლარი;

4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 1.6 მილიონი დოლარი;

5. ეთილენის პოლიმერები – 1.2 მილიონი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ ივლისში მსუბუქი ავტომობილები, ასევე ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მთლიანად რეექსპორტი იყო.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის ივლისში უკრაინიდან 20.06 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიტანეთ, რაც გასული თვის მაჩვენებელზე 14.92 მილიონზე, 34.5%-ით მეტი, ხოლო 2021 წლის ივლისის მაჩვენებელზე, 43.46 მილიონზე, 53.8%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წელს უკრაინიდან იმპორტმა სულ 146.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წლის 7 თვის მონაცემზე, 235.78 მილიონზე, 38%-ით ნაკლებია.

ივლისის ტოპ 5 საიმპორტო საქონელი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 2.43 მილიონი დოლარი;

2. საცობები, ხუფები და სახურავები – 851.8 ათასი დოლარი;

3. გასათბობი და საკვების მოსამზადებელი ღუმელები – 827.4 ათასი დოლარი;

4. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები – 759.1 ათასი დოლარი;

5. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 670 ათასი დოლარი.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share