რას გააკეთებს უკრაინა, თუ რუსეთი კიევზე დარტყმას ისევ შეეცდება? შეკითხვა პრეზიდენტ ზელენსკის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. ზელენსკის თქმით, რუსეთის ქცევა ბოლო 6 თვეში არ შეცვლილა და ის ურტყამს სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, თუმცა კიევზე იერიშის საფრთხე მუდმივად არსებობს:
“რას გააკეთებს უკრაინა, თუ კიევს თავს დაესხმება? [რუსეთი] ისევე როგორც ახლა. იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და ყველა უკრაინელისთვის, კიევი, ჩერნიგოვი, დონბასი ერთი და იგივეა, ყველა ჩვენი უკრაინელი ცხოვრობს იქ. ხარკოვი, ზაპოროჟიე… და პასუხი იგივე იქნება, რაც ამ ქალაქებში. დაგვარტყამენ – პასუხს მიიღებენ, მძლავრ პასუხს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
დღეს უკრაინა დროშის, ხვალ კი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. კიევში ომის პერიოდში უკვე მესამედ ჩავიდა ანდჟეი დუდა.