“ცოტა დისკრიმინაციული კი მეჩვენება, მაგალითად ჩოჩორმა, კვიცმა და სხვებმა რა დააშავეს”

უფლებადამცველი, მარი საბიაშვილი ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი მიიღო.

“ცხოველებზე ზრუნვა აუცილებელია, მათ შორის ხბოებზე..


ისე, ცოტა დისკრიმინაციული კი მეჩვენება, მაგალითად ჩოჩორმა, კვიცმა და სხვებმა რა დააშავეს
ხუმრობა იქით იყოს და.. მეგობრებო, ამის ნაცვლად, ბავშვთა უფლებებზე ვიმუშაოთ უფრო აქტიურად და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მივხედოთ, უკეთესი იქნება

პ.ს თუ ბავშვი არაჯანსაღი ფსიქიკის გაიზრდება, ის ხბოსაც არასათანადოდ მოეპყრობა”, – წერს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დადგენილება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share