მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი „ბუსტერ“ დოზა 255 463 ადამიანმა გაიკეთა, მეორე „ბუსტერ“ დოზით კი 4 080 პირი აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ასახული.
NCDC-ის ცნობით, 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 2 873 069 აცრა ჩატარდა.
„მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 356 620 პირი, ორი დოზით სრულად აცრილია 1 256 906. ერთი „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 255 463 პირს, მეორე „ბუსტერ“ დოზით 4 080 პირი აიცრა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე ცნობით, 2020-2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, კოვიდ19-ის ტესტების მაქსიმალური რაოდენობა 2022 წლის იანვარში აღირიცხა. მიმდინარე წლის მარტიდან კი, ეპიდსიტუაციის მნიშვნელოვან გაუმჯობესების გამო, ტესტირების ტემპის შენელება აღინიშნა.