საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უწყების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
2021 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი და 9 რეანიმობილი შეემატა.
რეგიონებში 57 ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ადმინისტრაციული ცენტრი აშენდა.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ყველა წევრის გადამზადება.
2021 წლის 1-ლი იანვრიდან პანდემიის პერიოდში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად ხელფასის 50%-ის ოდენობის დანამატი გაიცემა.
ქვეყნის მასშტაბით დისპეტჩერსა და სამედიცინო ბრიგადას შორის კომუნიკაცია დამყარდა „ტეტრას“ სისტემის ციფრული რადიოკავშირის საშუალებით
დაემატა პლანშეტები სასწრაფო დახმარების ჯგუფებისთვის, რათა მოხდეს სადისპეტჩეროსთან ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლა.
გადაუდებელი დახმარების ცენტრს აღჭურვაში დაემატა ისეთი მოწყობილობები, რაც აქამდე არ გააჩნდა.
შეიქმნა COVID საწოლების პორტალი, სადაც მიმდინარე რეჟიმში კლინიკები ახორციელებენ მონაცემების განახლებას.
მომავალი წლიდან დაგეგმილია სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ.
დაგეგმილია თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება.
2022 წლიდან თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება თანაბრდება.