საქართველო ოკუნატი ქვყენის მოქალაქეებისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყანაა. ყოველდღიურად მატულობს დასავლეთის სანქციებით უკმაყოფილო რუსების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში.
2022 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 434.4%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოს 213 261 ვიზიტორი ეწვია, 2021 წლის ამავე პერიოდში რუსეთიდან 39 909 ადამიანი ჩამოვიდა.
“უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც აქ ვართ. საქართველოში ომის დაწყების შემდეგ წამოვედით. რუსეთიდან იმიტომ წამოვედით, რომ იქ ჩვენი შეხედულების გამო გვდევნიდნენ. ახლა თბილისში ბინას ვქირაობთ, ვაპირებთ ბინის შეძენასაც”,- ამბობენ რუსეთიდან ცამოსული ვიზიტორები.
რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულები ამბობენ: “არ გამოვრიცხავ, აქ სამუდამოდ დავრჩე, საქართველოში ცხოვრება ძალიან კომფორტულია, შეიძლება აქ ბინაც ვიყიდო”
ცნობისთვის, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, TOP15 ქვეყანას შორის რუსეთი პირველ ადგილზეა.