ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ბიძინა ივანიშვილის პერსონალური და პოლიტიკური მომხრეების საყურადღებოდ.
ნახეთ რა ხდება:
1. თუ ბატონ ივანიშვილს რუსეთში დღემდე ჰქონდა ფინანსური ან სხვა სახის კაპიტალი, ჩათვალეთ, რომ ეს კაპიტალი დაკარგულია. მხოლოდ მას კი არა, უამრავ მილიარდერს უკვე მოუწია და კვლავაც მოუწევს ამ აქტივების დათმობა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ფორმალურად რომც არავინ აახიოს, რაც ფორმალურად სავარაუდოდ, სხვის სახელზეა აღრიცხული – კრემლის სასარგებლოდ იმუშავებს ბოლო ცენტ – კაპიკამდე და მის “მეპატრონეს” არანაირი ბენეფიტი არ ექნება. არ არის ახლა რუსეთი იმ მდგომარეობაში, გაპარტახებული ნაროდნოე ხაზიასტვოზე მილიარდერებს გაუჩინოს ნაჟივკკა, მით უფრო ისეთებს, რომლებიც ზა ბარტომ იმყოფებიან. ეს სიტუაცია თავად ივანიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს, თან იმაზე უფრო კარგად, ვიდრე თქვენ იაზრებთ.
2. პირველი პუნქტის გააზრებაც საკმარისია იმისთვის, რომ დაფიქრდე – კიდევ სად აქვს ბატონ ივანიშვილს აქტივები? APPLE, GOOGLE – ადვილად რომ მიხვდეთ ლოკაციას. და მაშინ რას ემსახურება აშშ-ის (ელჩს ვერჩით და ქვეყანას არა – ეგ სუბარმა და ხუნდაძემ, ახლა მათიკაშვილმაც ყაველაშვილს მიქელაძეს და მაჭარაშვილს უთხრან) მიწასთან გასწორება ბაიდენიდან დაწყებული საელჩოს ოფიცრით დასრულებული?
გონიერი ადამიანი ერთის მხრივ იმასაც იფიქრებდა, რომ ეს პოლიტიკური ტიტუშკები, კრემლის პირდაპირ დავალებას ასრულებენ, რათა ივანიშვილის დასავლეთში არსებული აქტივებს დედა უტირონ და საბოლოოდ პერსონაც გაანადგურონ ფინანსურად. მაგრამ მათი პოლიტიკური რენომე კრემლამდე ვერ ქაჩავს, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეთ ვასალობის. ისინი ვასალების ვასალები – კაცის კაცები არიან. მათიკაშვილი, რომ “ოცნებას” სიმართლის ღაღადისთვის გამოეყოფა, ამის სჯერა ვინმეს? აბა, რა უნდათ? უკვე ეგ არ არის საინტერესო.
რეალობა ის გახლავთ, რომ ამათმა შამქმნელ-გამომგონებელმა ბიძინა ივანიშვილს Jordan Lamothe-ს 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო დანა გამოუსვა ყელში. ივანიშვილი მალე დასავლურ აქტივებს დაკარგავს და ამას მგონი ვერ ხვდება, მართლა ოღონდ, რადგან აქ გარანტიების გამცემი ბაიდენიც კი არ არის. აქ უკვე სისტემა მოქმედებს – საკმაოდ სამართლიანი სისტემა, რომლის არსის ახსნას არ დავიწყებ. სულაც ოცი წელი რომ მართოს “ლეგიტიმურად” ივანიშვილმა საქართველო – იმას ვერასოდეს დაიბრუნებს, რასაც სწორედ ამ დღეებში კარგავს.
3. ისღა დამრჩენია, რომ გულწრფელად გისურვოთ – ზაალ მიქელაძეს ებარებოდეთ – რაც არ უნდა იყოს მაინც “მიქელაა” ფუძე და ძირიც ამ შემთხვევაში….”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: