განას ზოოპარკში შეპარული კაცი ლომებმა დაგლიჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შუახნის კაცი ზოოპარკის ღობეზე გადაძვრა, რის შემდეგაც თავს გარეული ცხოველები დაესხნენ. ირკვევა, რომ შემთხვევის დროს ვოლიერში ორი ლომი და მათი ორი ბოკვერი იყო.
დაღუპულის ცხედარი ზოოპარკიდან ადგილობრივ მორგში გადაასვენეს.
ველური ბუნების ავტორიტეტები ეჭვობენ, რომ კაცი შესაძლოა ორი იშვიათი თეთრი ლომის მოპარვას გეგმავდა.