სრულად გახსნილი საზღვარი ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის განურჩევლად სტატუსისა -ასეთია ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც დაუბრკოლებლად ატარებს საზღვარზე ომს გამოქცეულ რუსეთის ათი ათასობით მოქალაქეს და მშვიდად ადევნებს თვალს როგორ იწყობენ ცხოვრებას ქვეყანაში, რომელიც კრემლს ოკუპირებული აქვს. ის, რომ ოცნების ხელისუფლების ლიდერებისთვის ქვეყნის უსაფრთხოება მეორე ხარისხოვანია, შინაგან საქმეა მინისტრის ერთი განცხადებიდანაც მკაფიოდ ჩანს. გომელაურმა ისიც კი არ იცის დაზუსტებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
ვიდრე ოლიგარქის პოლიტიკური კლანი პასიურობს და მშვიდად ადევნებს თვალს დეზერტირების სახიფათო მიგრაციას საქართველოში, საზღვრის საკუთარი ძალებით ჩაკეტვას გეგმავს საზოგადოების ერთი ნაწილი. სამხედროების ინიციატივას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, უკვე შეუერთდა ათასობით ადამიანი. ლარსის გამშვებ პუნქტთან ხვალიდან დემონსტრაციები იწყება. პირველი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “დროაა”. ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების განაცხადი, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის საქართველო მარტივად ხელმისაწვდომი ქვეყანა არაა, როგორც ამის წარმოჩენას ქართული ოცნება ცდილობს