“გამარჯვების გზა გადის ქუჩაში, ოღონდ არა „შევიკრიბე-დავიშალეზე“, არამედ…”

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში:

„საბოლოოდ, გამარჯვების გზა გადის ქუჩაში, მრავალრიცხოვან პროტესტზე. ოღონდ არა „შევიკრიბე-დავიშალეზე“, არამედ ისეთ პროტესტზე, როდესაც ადამიანების რაოდენობა იმდენია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ძალოვანმა სტრუქტურებმა წინააღმდეგობა გაუწიონ.

ამ ადამიანებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. გამარჯვება ამაზე გადის. ამ საქმით ვარ დაკავებული. ამაზე გულწრფელად ვესაუბრები ადამიანებს და ვთხოვ, რომ ამ პროცესში ჩაერთონ“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share