ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოელის, თუმცა არ მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.
ტედროს ადჰანომ გებრეიესის განაცხადებით, „ომიკრონის“ შტამი მსოფლიოში დომინანტურ შტამად რჩება.
„შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, რადგან ამინდი ცივი ხდება და ხალხი უფრო მეტ დროს ატარებს შიგნით, და უმეტეს ქვეყნებს აღარ აქვთ ზომები ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით. ჩვენ მოველით, რომ კორონავირუსის დარეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი გაიზრდება, თუმცა ეს არ ეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ვაქცინები და თერაპიული საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.