უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა დასავლელი პოლიტიკოსები კიდევ ეთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინისთვის შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდება მსოფლიო ომისკენ მიმავალი გზა არის:
“უსწრაფესი გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის მსოფლიო ომის შეუქცევად შედეგებამდე არის კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება” – აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამარცხებას, არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ “ბლოკი მონაწილეობს ომში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”.