“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე თბილისის მერის, კახა კალაძისა და ვაკის პარკის მებაღის, დევი მეზურნიშვილის შეხვედრის ამსახველ ფოტოს ოფიციალურ გვერდზე აზიარებს და წერს:
“თუ მართლა შეხვედრა უნდა, მადლობის თქმა ამ კარგი ადამიანისთვის – შეხვდეს ჩუმად, ზედმეტი ფოტოების გარეშე.ამ სიტუაციაში გაპიარება არის ამორალური.
მორალური წნეხი ალბათ არასდროს შეაწუხებს ამ ადამიანს.არ ვიცი, კომენტარის გარეშე”, – წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, ვაკის პარკის მებაღეს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც მოზარდები სიკვდილს გადაარჩინა, თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.