შერჩევითი მართლმსაჯულება და რისკი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის – ეს არის ორი მთავარი შეფასება, რომლებიც დასავლურ სამყაროში ნიკა გვარამიას სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. ევროპელი პოლიტიკოსები, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ორგანიზაციები ღია განცხადებებში საუბრობენ პირდაპირ ბმაზე გვარამიას საქმესა და საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესს შორის.
უფრო მეტიც – ევროპაში მიაჩნიათ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელია ასეთი სასამართლო სისტემის პირობებში. სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის განაჩენის შესახებ ევროპარლამენტარები და დიპლომატებიც. რასა იუკნევიჩიანე და იან კელი საქართველოს მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯზე წერენ.
მთავარი არხი