ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას, რომლის მიერ მიღებულ დოკუმენტშიც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასა და მისთვის მკურნალობის უფლების მიცემაზეა საუბარი, ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც.
სხდომის დაწყებისას მას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი მიესალმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს.
“ევროკავშირმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება იყო ერთხმად, ერთხმად გავიდა. მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დავსწრებოდით, ჩვენც გავმხდარიყავით მოწმე ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ პარლამენტარის, რომელმაც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ჩემი შვილის მნიშვნელობა, ძალიან უნდათ დაეხმარონ მას ამ მძიმე დღეებში”, – თქვა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიასთან ერთად განხილვას ესწრებოდა გიორგი ჩალაძეც