მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„დღეს ნეაპოლში ხვიჩა გავიცანი. გარდა დიდი საფეხბურთო ტალანტისა, საოცრად თავმდაბალი და კეთილი ბიჭია. აქ მარადონას შემდეგ მეორე კაცია, ქუჩებში თუ ჩაივლით, იოლად შეატყობთ გამოფენილ მაისურებს და სუვენირებს. კიდევ ის მოხდა, რომ კვარას თორმეტი წარჩინებული სტუდენტი შევახვედრეთ. და კიდევ: ნეაპოლში და რომში იანვარში ქართულ ბიბლიოთეკებს გავხსნით.” -, – წერს გიორგი კეკელიძე.