ივანიშვილის რუსული ბიზნესი – ქართველი მეღვინეები ოკუპანტებს ამარაგებენ

რუსეთისთვის გაწეული კიდევ ერთი დახმარება – “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის ნებართვით, ქართველი ბიზნესმენები რუსულ ბაზარს ამარაგებენ. ლაპარაკია ალკოჰოლურ სასმელზე, რომლის დეფიციტიც რუსეთში სანქციების შემდეგ გამწვავდა.

დაცარიელებულ რუსულ დახლებს ახლა სწორედ საქართველოდან გაგზავნილი ღვინო და სხვა სასმელი შეავსებს. პოლიტიკოსების განმარტებით, ეს საქართველოს ინტერესებში მოქმედებაა. ბიზნესმენები კი ვინც რუსეთში ექსპორტის გაორმაგებით კიდევ უფრო მეტ ფულს შოულობს, ძირითადად ოლიგარქის გარემოცვის წევრები არიან.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share