“რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, არც ჩრდილოვანი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე. ის როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რაც არ უნდა ეს მოგწონდეთ, არ მოგწონდეთ, თავის დროზე, შეგახსენებთ, მოქალაქეობაც წაართვით, ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას, და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია ეს არ არის უბრალო საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ყველა მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი”.
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილზე.