ოზურგეთელი ირაკლი ტუღუშის კიდევ ერთი აღიარება

მსოფლიო ტაეკვონდო ჯიდოკვანის ფედერაციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს სექციის მწვრთნელს, მოქმედ სპორტსმენს ირაკლი ტუღუშს, შავი ქამარი მეექვსე დანი მიანიჭა!
ჯიდოკვანი WTF ოლიმპიური ტაეკვონდოს სისტემაა. იგი
(ჯიდოკვანი-სიბრძნის სკოლა) ტაეკვონდოს 9 სკოლას აერთიანებს.
ტრადიციული სკოლების და ძველი კორეული საბრძოლო ხელოვნების ფუძეზე ჩამოყალიბდა ტაეკვონდო WTF ოლიმპიური სახეობა.
ირაკლი ტუღუშს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი 18 ოქტომბერს, დაუსწრებლად გადაეცა.
,, უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ! ამ დღეებში შავი ქამარი მეექვსე დანი მომენიჭა. ჯილდო საქართველოში, ოზურგეთში 9 ნოემბერს ჩამოვიდა.
სერთიფიკატი სამხრეთ კორეადან კერძოთ კუკივონიდან გამოიგზავნა. მადლობას ვუხდი მსოფლიო ჯიდოკვანის ფედერაციას. აგრეთვე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს რეკომენდატორს ოსტატ ჰალილ ჩარდანს პაკისტანიდან. მადლობას ვუხდი ჩემს უცხოელ კოლეგებს მოლოცვისათვის” – ირაკლი ტუღუში.
აღნიშნულ ინფორმაციას ირაკლი ტუღუშის წარმატებების შესახებ ჯიდოკვანის საერთაშორისო, ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share