“კომენტარის გარეშე….იცით, ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა”-პესკოვი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლას კრემლი გამოეხმაურა. პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ “ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა”.

“ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ, თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია”.- ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორ აფასებს კრემლი ხერსონში ზელენსკის ჩასვლის ცნობებს და მიიჩნევენ თუ არა ამას “კიევის პროვოკაციად”.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ქალაქ ხერსონში ჩავიდა.

მანამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ გათავისუფლებულ ხერსონში რუსეთის მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონში ნაპოვნია სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ცხედრები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share