წარმატებული ოზურგეთელი მორაგბეების უმძიმესი პირობები – ობი, ნესტი, ჩამონგრეული, ფაქტობრივად არ არსებული ინფრასტრუქტურა და თალაკვაძეების შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებები. ტვ პირველის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ პირველი ლიგის გურული მორაგბეები გაუსაძლის პირობებში ვარჯიშობენ. ამ ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან , თათია ნიკოლაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
”ასე გამოიყურება “ქართული ოცნების” ხალხთან დამოკიდებულება და ღიაობა.
დღეს საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ კომიტეტს, გასვლითი შეხვედრა ჰქონდა ოზურგეთში – შეკითხვების დასმა მინდოდა, როგორც ყოველთვის ხალხის პრობლემებზე, მათ შორის იმ საშინელ პირობებზე, რომელშიც უწევთ ვარჯიში წარმატებულ, ძალიან მაგარ სპორტსმენებს ოზურგეთში.. იმაზე, თუ რატომ არის შეუსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წელს გაცემული დაპირება რაგბის სტადიონის რეაბილიტაციაზე, რომლის საპატიო პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძეა, პირველ ლიგაში მოასპარეზე “არწივებს”, რატომ არ აქვთ ელემენტარული პირობები სავარჯიშოდ? საჭიდაო დარბაზი, სადაც უამრავი მსოფლიო ჩემპიონი გაიზარდა და იზრდება რატომ არის კატასტროფულ მდგომარეობაში?
მაგრამ აი ასე, უბრალოდ არც კი ისურვეს მოსმენა და დაცვას ამოეფარნენ..” – წერს ნიკოლაშვილი.