ვარდების რევოლუციის მთავარი გმირის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ამ წუთებში აქცია იწყება რუსთაველის გამზირზე.
ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციით დაიწყო საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს განვითარება, შეუერთდეს აქციას.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოში რუსული რეჟიმის დასრულებას ითხოვენ.