”დღეს განსაკუთრებული დღე იყო. ყველა ელოდებოდა მის მისვლას სასამართლო პროცესზე. […]
მე ყოველდღე ვნახულობ ჩემს შვილს. დღეს შევედი დილიდანვე, რომ ვიცოდი პროცესზე უნდა წასულიყო, მაინტერესებდა როგორი განწყობა აქვს, როგორ გამოიყურებოდა. იწვა, ბოლო ხანებში როგორც წესი ასეა. ის უკვე აღარც კი ჯდება,ვერ ჯდება და უკეთებდნენ გადასხმას. მომეჩვენა, რომ უფრო უგუნებოდ და სუსტად იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. თუმცა, ბოლო ხანებში საკმაოდ სუსტად არის. ბოლო ერთ კვირა განსაკუთრებით გაუარესდა მისი მდგომარეობა. რომ ვკითხე როგორ იყო, მითხრა სუსტად ვარო. შემდეგ წამოვედი [კლინიკიდან] და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მოსულიყო იქ.”
თქვა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.