რაჭაში ადგილობრივები სიჩქარის მზომი კამერების მონტაჟს მოითხოვენ.
მოსახლეობის თქმით, აუცილებელია რეგიონის მასშტაბით კონტროლი გამკაცრდეს, რადგან ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევები მსხვერპლით სრულდება.
“რაჭის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა ჩაირთოს სიჩქარის შემზღუდავი კამერები, უნდა გამკაცრდეს კონტროლი, ჩვეულებრივი სასაკლაოა, მითუმეტეს ზაფხულში. მანამ კი ასე ვიცხოვრებთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომლებსაც სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს. ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა, კარგი ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ეს ჯოჯოხეთი უნდა დასრულდეს”, – წერს სოციალურ ქსელში ალეკო სარდანაშვილი.
რაჭაში, შაორის წყალსაცავთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.