მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე კრიტიკულ ზღვარზეა. სადიზმი და წამება – ექიმები “ოცნების” პოლიტიკას პუტინისა და ივანიშვილის მძველის მიმართ სხვა ახსნას ვერ უძებნიან. გათავისუფლდეს, ან გადავადდეს სასჯელი – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ხვალ სასამართლოს ამ შუამდგომლობით მიმართავენ. მარიამ ჯიშკარიანის გუნდის მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა რამდენიმე იმდენად მძიმე დიაგნოზს მოიცავს, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულს პატიმრობა ან უნდა შეუწყდეს, ან მინიმუმ მას სამკურნალოდ საზღვარგარეტ წასვლის უფლება უნდა მისცენ.
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ შეხვედრა მარიამ ჯიშკარიანს უკრაინის საელჩოში ჰქონდა.
მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სახალხო დამცველი აქტიურობას სთხოვს მოქმედ პრეზიდენტს. ნინო ლომჯარიას დღეს ჰქონდა კომუნიკაცია სალომე ზურაბიშვილის ოფისთან. ირკვევა, რომ პრეზიდენტი ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, თუმცა რას გადაწყვეტს სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე გაურკვეველია. ახლა ყველა, პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვტილების მოლოდინშია.
მთავარი არხი