“ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი” – ასე მოიხსენია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
„როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს, რომელსაც ჩვენი იდენტობა ემყარება – სწორედ ამიტომ, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის”- თქვა ჩხენკელმა.
ცნობისთვის, ეს განცხადება ჩხენკელმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.