“კიდევ ხუთი გმირი შეეწირა რუსულ აგრესიას, აგრესიას, რომელსაც სურს მოსპოს ყველა, ვინც თავისუფლება აზრად გაივლო, ვინც მისთვის იბრძოლა და ვინც არ დანებდა.
კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ “მშვიდობით სავსე” საახალწლოდ მორთულ ქალაქში.
თუმცა, ქართველებმა ვიცით – უკრაინის ომი ჩვენი ომია, თავისუფლების იდეას დამარცხება არ უწერია და ჩვენი ადგილი ევროპაშია.
თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს უკრაინაში და გაიმარჯვებს საქართველოში!
გაგვიმარჯვია ღირსებითა და სიმართლით, გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით!
დიდება გმირებს!”
წერს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვასთან დაკავშირებით.