ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში მშვიდობას უკრაინაში მებრძოლი ქართველები იცავენ.
„მარტივი ლოგიკური ჯაჭვი:
სრულიად ცხადია, რომ რუსეთის გეგმით როგორც კი უკრაინას დააჩოქებდა, შემდეგი ჩვენ ვიყავით.
თუ ჩვენ არ დავნებდებოდით, აქაც ომი იქნებოდა.
შესაბამისად, უკრაინაში მებრძოლი ქართველები იცავენ საქართველოში მშვიდობას და არა ხელისუფლება.
ვინც ასე არ ფიქრობს, ის თანახმაა რუსულ ოკუპაციაზე..“ – წერს გია ხუხაშვილი.