“ძალით კვება [ზონდით], როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით” – გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილზე

“ძალით კვება [ზონდით], როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით” – ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის ზონდით კვების გამოყენების ალბათობასთან დაკავშირებით საუბრობს, რის შესახებაც “ვივა მედში” ცოტა ხნის წინ განაცხადეს.

გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მისი აზრით, კლინიკაში ყველა “ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება”.

ის ასევე ამბობს, რომ “თუ ადამიანი ჯერ კიდევ გონზეა, და ის განზრახ არ იღებს საკვებს, ამას ჰქვია შიმშილი და თუ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს ისტორიაში და ამას ხელი უნდა მოაწეროს პაციენტმა, რის შემდეგაც კლინიკა თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან”.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ “ადამიანი გონზეა, ძალით კვება საერთაშორისო დადგენილებით იკრძალება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share