მომღერალი ნინო ქათამაძე გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა:
”ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ პოლიტიკური კუთვნილების გარდა, ჩვენ არ გვაქვს პროფესია არ ვცხოვრობთ და არ გვაქვს ყოველდღიური საჭიროებები და ყოველდღიურად უნდა ვიდგეთ და ვსაუბრობდეთ მათ გაფუჭებულ საქმეებზე. მე იმიტომ ვირჩევ ხელისუფლებას, რომ მას ჰქონდეს ყველაფერზე ღირსეული და ადეკვატური რეაქცია და არ უნდა ვისმენდე რომელიღაც სართულზე გაკეთებულ განცხადებებს. ხელისუფლებას არ აქვს იმის განცდა, რომ ეს ურთიერთობა ცოცხალი და აქტიური უნდა იყოს. უკრაინასთან მიმართებაში მადაზე მოსული ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს. იმიტომ რომ მათ საკუთარი ხალხიც კი არ უყვართ. ჩვენ ისეთ ზღვარზე ვართ, რომლის იქით უკვე არ იარსებებს სამშობლო.” – აცხადებს ქათამაძე.