“ზრდასრულთათვის ინგლისური ენის კურსებზე მაღალი მოთხოვნაა და ამერიკის საელჩოში მოხარული ვართ, რომ მსგავს შესაძლებლობებს ხელი შევუწყეთ ოზურგეთში, თელავსა და ახალციხეში. ოზურგეთში ელჩი დეგნანი ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის გამოსაშვებ ცერემოანიას დაესწრო. ეს პროგრამა, რომელიც ბათუმის ამერიკულ კუთხესა და „ლინგვისტიკატორთან” პარტნიორობის შედეგია, ოც ზრდასრულ სტუდენტს ინგლისური ენის A1/A2 დონეზე დაუფლებაში დაეხმარა” – აშშ-ს საელჩო საქართველოში.