” ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება” , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
“ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა არც თუ ისე მცირე წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. ასევე, გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ. რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება” , – განაცხადა ზურაბიშვილმა.