„მშიშარა ადამიანს ძალაუფლებას რომ ჩაუგდებ ხელში, ის ყველაფერზე წამსვლელია” – ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლი მეომრების დაბრუნების ეშინია.

„მშიშარა ადამიანს ძალაუფლებას რომ ჩაუგდებ ხელში, ის ყველაფერზე წამსვლელია – უბრალოდ ფიზიკურად ეშინიათ იმ მეომრების დაბრუნების და ნებისმიერი ხერხით უნდათ გააქრონ.

სულ ეს არის…“ – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, “სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას, ეს კანონით არის განსაზღვრული, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share