ოზურგეთელი სპორტსმენების ოთხი მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

6 – 7 დეკემბერს თბილისში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2006, 2007 და 2008 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს და შინ ოთხი მედალი წამოიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
 II ადგილი
გიორგი ბერიძე 51 კგ
რამაზ ხმალაძე 55 კგ
 III ადგილი
ზურა სადრაძე 60 კგ
კოტე ცეცხლაძე 65 კგ
გუნდი ასპარეზობისთვის ვლადიმერ და ზურაბ ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, გურამ მაჭარაშვილმა და ლაშა გუჯაბიძემ მოამზადეს.
შეიძლება იყოს 6 ადამიანი, მდგომარე ადამიანები and შენობაში გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share