საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას ახდენენ და ამისთვის საკომისიოს იღებენ – კობახიძე

”არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამის შედეგად ამისთვის საკომისიოს იღებენ. ანუ, ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც უკრაინაში ჩაიყვანენ და მეორე, იღებენ საკომისიოს.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ვრცელდება ყველა ადამიანზე, რომელიც უკრაინაში იბრძვის. თუ ვინმე იდეითაა ჩასული და იბრძვის უკრაინაში, იდეით საკუთარი სიცოცხლეს აყენებს სასწორზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, მეორეა, როდესაც ეს კომერციული ინტერესებით, ანაზღაურების სანაცვლოდ ხდება. არ ვიცი, შესაძლოა, ნახევრად მოხალისე სხვა რამეში შეიძლება იყო, მაგრამ ნახევრად მოხალისეობა ბრძოლასა და ომში მე ძნელად წარმომიდგენია. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს.” –

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share