ოზურგეთში გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნო.

„ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 575 705 ლარს შეადგენს, მომავალი წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 000 მეტრი სიგრძის გზა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share